logo_geo
იტალიაში, შენობის ნანგრევებიდან 3 ცხედარი ამოასვენეს, 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
- +

12 დეკემბერი. 2021. 16:32

 

 

იტალიაში, კუნძულ სიციალიაზე, აფეთქების შემდეგ ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 3 ცხედარი ამოასვენეს. მაშველები მუშაობას აგრძელებენ. ისინი კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

 

მედიის ინფორმაციით, 4-სართულიანი შენობა ერთ ოჯახს ეკუთვნოდა. მაშველებმა ხანდაზმული ქალი გადაარჩინეს. სახლში 9 ადამიანი ცხოვრობდა. შემთხვევისას, მათთან სტუმრად ორსული ქალი და მისი მეუღლე იყვნენ. ისინი ამ დრომდე არ უპოვიათ.

 

არსებული ინფორმაციით, ქალაქ რავანუზაში მდებარე შენობაში გაზის მილის აფეთქდა, რასაც ჯერ ხანძარი, შემდეგ კი შენობის ნგრევა მოჰყვა.

 

 

big_banner
არქივი