logo_geo
„Alibaba“-მ სამსახურიდან გაათავისუფლა ქალი, რომელმაც უფროსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა
- +

13 დეკემბერი. 2021. 12:52

 

„ჩინურმა კომპანია „Alibaba“-მ სამსახურიდან გაათავისუფლა ქალი, რომელმაც, რამდენიმე თვის წინ, ხელმძღვანელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

კომპანიამ გათავისუფლების ბრძანებაში მიუთითა, რომ ქალმა სიცრუე გაავრცელა, რითაც „Alibaba“-ს რეპუტაციული ზიანი მიადგა.

 

„რა თქმა უნდა, ამას არ მივიღებ და გამოვიყენებ კანონიერ საშუალებებს ჩემი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - ამბობს ქალი.

 

ის ჰყვება, რომ კაცმა, რომელსაც კომპანიაში მაღალი მენეჯერული თანამდებობა ეკავა, ქალაქ ძინანში, მივლინებაში წაიყვანა. როგორც ქალი ამბობს, ისინი სასტუმროში დაბინავდნენ, სადაც ვახშამზე უფროსმა ალკოჰოლური სასმლის დალევა აიძულა. მისი თქმით, უგონო მდგომარეობაში მყოფი, უფროსმა გააუპატიურა და მეორე დილით, სასტუმროს ნომერში ტანსაცმლის გარეშე გაიღვიძა.

 

ქალი ამბობს, რომ სასტუმროს კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ საღამოს განმავლობაში, კაცი მის ნომერში 4-ჯერ შევიდა, თუმცა, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ეს მოვლენები თავად არ ახსოვს.

 

შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ოფისში დაბრუნების შემდეგ, მან ამის შესახებ ადამიანური რესურსების დეპარტამენტსა და მენეჯმენტს აცნობა და კაცის გათავისუფლება მოითხოვა. ქალის თქმით, თავდაპირველად მის მოთხოვნას დაეთანხმნენ, თუმცა, საბოლოოდ, სამსახურიდან ის გაუშვეს

 

 

big_banner
არქივი