logo_geo
ბალტიის ზღვაში სატვირთო გემი გადაბრუნდა, მაშველები წყალში ადამიანებს ეძებენ
- +

13 დეკემბერი. 2021. 12:53

 

„ბალტიის ზღვაში, შვედეთის სანაპიროსთან, დანიაში რეგისტრირებული სატვირთო გემი „Karin Hoej“ გადაბრუნდა. მაშველები ზღვაში ორ ადამიანს ეძებენ“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მედიის ცნობით, „Karin Hoej“ დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს - „Scot Carrier“-ს შეეჯახა.

 

გამთენიისას, 04:45 საათზე მომხდარი შემთხვევის დროს, „Karin Hoej“-ზე სულ ორი ადამიანი იყო. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ წყლიდან ყვირილი მოესმათ.

 

შვედეთიდან და დანიიდან სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენები და 10-მდე ნავია ჩართული. უცნობია, რა გახდა 90 და 55-მეტრიანი გემების შეჯახების მიზეზი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი