logo_geo
ჟურნალმა „Time“-მა წლის გმირებად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მომუშავე მეცნიერები დაასახელა
- +

13 დეკემბერი. 2021. 18:27

 

 

ჟურნალმა „Time“-მა წლის გმირებად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მომუშავე მეცნიერები დაასახელა.

 

იმ მეცნიერებს შორის, რომლებიც ვაქცინების შექმნაში მონაწილეობდნენ, ჟურნალმა „Time“-მა შემდეგი პირები გამოყო: იმუნოლოგი კიზმეკია კორბეტი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე ბარნი გრემი, უნგრელი ბიოქიმიკოსი კატალინ კარიკო და ამერიკელი დრიუ ვაისმანი.

 

ჟურნალი „Time“ აცხადებს, რომ აღნიშნულმა მეცნიერებმა უნიკალური მნიშვნელობის გარღვევას მიაღწიეს და ინოვაციური და ვაქცინის ძალზე ეფექტური პლატფორმა შემოიღეს, რომელიც მ-რნმ-ს ეფუძნება.

 

 

 

big_banner
არქივი