logo_geo
ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, აშშ-ის საჰაერო ძალებიდან 27 ადამიანი გაათავისუფლეს
- +

14 დეკემბერი. 2021. 15:34

 

„ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, აშშ-ის საჰაერო ძალებიდან 27 ადამიანი გაათავისუფლეს“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.

 

25 აგვისტოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გამოსცა.

 

„ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაზე უარს იტყვიან, ჯერ კონსულტაციას გაივლიან მეთაურებთან და სამედიცინო პროვაიდერებთან, თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნის შეუსრულებლობამ ადმინისტრაციული ან სასამართლოგარეშე სასჯელი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის გათავისუფლება ან დათხოვნა. ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს, ფაქტობრივად, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია“, - განაცხადა აშშ-ის არმიის მთავარმა ექიმმა, გენერალმა რაიმონდ სკოტ დინგლიმ.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტია შეიარაღებული ძალების ჯანმრთელობისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კრიზისზე რეაგირების უნარის შესანარჩუნებლად.

 

 

big_banner
არქივი