logo_geo
„როიტერი“: ნიუ-იორკში, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება
- +

15 დეკემბერი. 2021. 14:10

 

ნიუ-იორკში, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება. შესაბამის პროექტს ქალაქის საკრებულო დღეს უყრის კენჭს.

 

როგორც „როიტერი“ წერს, ნიუ-იორკი ერთ-ერთია იმ ამერიკულ ქალაქებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავიდან ე.წ. მწვანე ენერგიაზე გადასვლას შეეცდებიან. მას შემდეგ რაც, ნიუ-იორკის საკრებულო ბუნებრივ აირის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, მეგაპოლისის მცხოვრებლებს ელექტროენერგიაზე გადასვლა მოუწვეთ.

 

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ნიუ-იორკში მავნე გამონაბოლქვის შემცირებას შეძლებენ. პროექტის მიხედვით, ბუნებრივი აირის შეყვანა 7-სართულიან სახლებში 2023 წლისთვის სრულად აიკრძალება, ხოლო 2027 წლიდან გაზს ვეღარ გამოიყენებენ მაღალსართულიან შენობებშიც.

 

მანამდე ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აკრძალეს აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში, სადაც ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

 

 

 

big_banner
არქივი