logo_geo
მუზეუმიდან 1,2 მლნ ევროს ღირებულების დიადემა მოიპარეს
- +

8 მაისი. 2017. 21:59



ბადენ-ბიურტენბერგის პოლიცია იუწყება, რომ გერმანიაში, კარლსრუეს მუზეუმუდან ბოროტმოქმედებმა 1,2 მილიონი ევროს ღირებულების 367 ბრილიანტის ქვით და პლატინით გამშვენებული დიადემა მოიპარეს.


გერმანული მედიის ინფორმაციით, დიადემა მუზეუმის სამეფო დარბაზიდან, დახურული ვიტრინიდან მოიპარეს. როგორც ცნობილია, ვიტრინის გასაღები არ გაუტეხიათ და უცნობია, ჩაირთო თუ არა სიგნალიზაცია.


მუზეუმის თანამშრომლებმა ძვირფასი ნივთის დაკარგვა მოგვიანებით შენიშნეს. მათ პოლიციას 29 აპრილს შეატყობინეს. უცნობია მოპარვის თარიღი.


დიადემა მე-20 საუკუნის დასაწყისშია დამზადებული და ის ჰერცოგინია ჰილდა ფონ ბადენს ეკუთვნოდა.


 

big_banner
არქივი