logo_geo
„ომიკრონის“ გამო, ნიდერლანდებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა
- +

19 დეკემბერი. 2021. 10:16

 

შობამდე ერთი კვირით ადრე, ნიდერლანდებში კვლავ ე.წ. ლოკდაუნი გამოცხადდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ბარები, სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები და არაპირველადი დანიშნულების მაღაზიები დაიკეტა. ოჯახებში 2 სტუმარზე მეტის მიღება აიკრძალა. გამონაკლისის სახით, დღესასწაულის დღეებში, 24-26 დეკემბერს, ასევე 31 დეკემბერსა და 1 იანვარს მაქსიმუმ 4 სტუმრის მიღება იქნება ნებადართული.

 

აიკრძალა ღონისძიებების გამართვა. გამონაკლისია პროფესიონალური სპორტული მატჩები, თუმცა, მათზე მაყურებლის დასწრება არ შეიძლება. ღია იქნება ყოველკვირეული ბაზრობები.

 

ყველა სკოლა, სულ მცირე, 9 იანვრამდე დაიკეტა. რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა შეეძლებათ.

 

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩეს სახლში.

 

 

big_banner
არქივი