logo_geo
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: სავალდებულო ვაქცინაცია ინფექციის ახალი ტალღის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო შეიძლება გახდეს
- +

22 დეკემბერი. 2021. 21:13

 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ინფექციის ახალი ტალღის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო შეიძლება გახდეს.

 

თავის მხრივ, რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) პრეზიდენტმა, ლოტარ ვილერმა აღნიშნა, რომ სამი კვირის განმავლობაში, „ომიკრონი“ ვარიანტი გერმანიაში დომინანტური გახდება.

 

„სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე, ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ შემდგომი ტალღების გრძელვადიან პერსპექტივაში მართვას შევძლებთ“, - აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

კარლ ლაუტერბახმა გერმანელებს გამაძლიერებელი დოზის მიღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვაქცინის მესამე დოზა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

big_banner
არქივი