logo_geo
ბრიჯიტ მაკრონი ჩივილს აპირებს კონსპირაციული თეორიის გამო, რომლის თანახმადაც ის თითქოს კაცად დაიბადა
- +

23 დეკემბერი. 2021. 11:32

 

 

საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი სარჩელს ამზადებს იმ ჭორების გამო, რომლის თანახმადაც, თითქოს ის ტრანსგენდერია. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ჟან ენოშიმ განაცხადა. კონკრეტულად ვის წინააღმდეგ იგეგმება სარჩელის შეტანა, ამ ეტაპზე უცნობია.

 

როგორც BBC წერს, ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა შეთქმულების თეორია იმაზე, რომ ბრიჯიტ მაკრონი კაცად დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი ჟან-მიშელ ტრონიოა. პირველად მსგავსი ჭორი სექტემბერში ულტრამემარჯვენე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში გაჟღერდა.

 

ამის შემდეგ თეორიების მომხრეებმა, ანტივაქსერებმა და უკიდურესად მემარჯვენე აქტივისტებმა ეს თეორია იუთუბ-ტრანსლაციის დროს განიხილეს, რის შემდეგაც მასზე წერა სოციალურ ქსელებში დაიწყეს.

 

68 წლის ბრიჯიტ მაკრონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ქორწინებაში 2007 წლიდან არიან. მას პირველი ქორიწინებიდან 3 შვილი ჰყავს.

 

 

big_banner
არქივი