logo_geo
იტალიაში საახალწლო ღონისძიებები აიკრძალა
- +

24 დეკემბერი. 2021. 10:59

 

იტალიამ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის აკრძალა საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

გამოცემის ცნობით, 31 იანვრამდე იკრძალება კონცერტები და ღია ცის ქვეშ სხვა საჯარო ღონისძიებების ჩატარება, იხურება დისკოთეკები და საცეკვაო კლუბები.

 

ამასთან, ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბები გამოიყენონ.

 

იტალიაში, „ომიკრონ“ ვარიანტმა გავრცელება დაიწყო. ქვეყანაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 44 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 168 ადამიანი დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი