logo_geo
რომის პაპი: ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს, ჩვენ კი მთელ ცხოვრებას ვატარებთ სიდიადის და აღიარების მოპოვებაში
- +

25 დეკემბერი. 2021. 10:34

 

ვატიკანში საშობაო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა. წმინდა პეტრეს ტაძარში სადღესასწაულო მესას კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა და მას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და პოლიტიკოსებიც. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა თავის მიმართვაში მოუწოდა მორწმუნეებს, უფრო მეტად იზრუნონ ღარიბებსა და გაჭირვებულებზე.

 

„მოდით, ვკითხოთ ჩვენს თავს, შეგვიძლია მივიღოთ ის, თუ როგორ მოგვევლინა ღმერთი. ეს არის შობის გამოწვევა. ღმერთი მოგვევლინა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ გააცნობიერა. ღმერთი პატარა ჩვილად მოგვევლინა. ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ. ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს. ჩვენ კი, მთელ ცხოვრებას ვატარებთ სიდიადის და აღიარების მოპოვებაში. ღმერთს არ სურს ძალაუფლება და ძალა, ის ითხოვს გულისხმიერებას, სიყვარულს და ყოველთვის ეძიებს მცირედს. სწორედ ეს უნდა ვთხოვოთ ღმერთს ქრისტეშობას – მცირედი მადლი. ღმერთი გვასწავლის, რომ მცირედით მოიპოვება სიდიადე“, – აღნიშნა რომის პაპმა.

 

 

big_banner
არქივი