logo_geo
„დალასის შემსყიდველთა კლუბის“ რეჟისორი ჟან-მარკ ვალე გარდაიცვალა
- +

27 დეკემბერი. 2021. 12:36

 

 

კანადელი რეჟისორი ჟან-მარკ ვალე საკუთარ სახლში, კვებეკთან გარდაიცვალა. ამის შესახებ „Variety“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ის 58 წლისა იყო. რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

 

ჟან-მარკ ვალე 1963 წელს, მონრეალში დაიბადა. კარიერა მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და ვიდეორგოლების გადაღებით დაიწყო. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „შავი სია“ 1995 წელს გამოვიდა.

 

საყოველთაო პოპულარობა მას ფილმმა „დალასის შემსყიდველთა კლუბმა“ მოუტანა. სურათში შესრულებული როლებისთვის მეთიუ მაკკონაჰიმ და ჯარედ ლეტომ „ოსკარები“ მიიღეს. ვალე ასევე სერიალის „დიდი პატარა ტყუილები“ პირველ სეზონზე მუშაობდა.

 

 

big_banner
არქივი