logo_geo
იტალიაში ბეწვეულის წარმოება აიკრძალა
- +

30 დეკემბერი. 2021. 13:28

 

მთელ იტალიაში იხურება მეურნეობები, სადაც ცხოველებს ბეწვეულის ბიზნესისთვის ამრავლებენ. ამის შესახებ „Fashion Network“ იუწყება.

 

ქვეყანაში მხოლოდ 10 ასეთი მეურნეობაა დარჩენილი. ისინიც მუშაობას უახლოეს 6 თვეში შეწყვეტენ. ეს გადაწყვეტილება იტალიის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო. უახლოეს კვირებში პარლამენტი დაამტკიცებს ბეწვის დამამუშავებელი ქარხნების დახურვას, რითაც იტალია გახდება ევროპის მე-16 ქვეყანა, რომელიც კრძალავს ცხოველების მკვლელობას.

 

სახელმწიფომ ფერმერებს 3 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია გამოუყო, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფონდი დაფარავს.

 

იტალიური ბრენდების უმეტესობამ უკვე უარი თქვა ბეწვის გამოყენებასა და გაყიდვაზე. მათ შორისაა „Valentino“, „Gucci“, „Prada“ და „Versace“. „Fendi“, რომელმაც თავისი ისტორია ბეწვის ქურთუკების გაყიდვით დაიწყო, დღემდე იყენებს ბეწვს თავის კოლექციებში.

 

„ეს არის საუკეთესო გამარჯვება ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლის ოცდაათი წლის განმავლობაში“, - ამბობს დეპუტატი მიქელა ვიტორია ბრამბილა, - „საბოლოოდ, საპარლამენტო კენჭისყრა დაასრულებს ცხოველების უთქმელ ტანჯვას“.

 

 

big_banner
არქივი