logo_geo
კოლორადოს შტატში კვლავ ხანძარს ებრძვიან
- +

31 დეკემბერი. 2021. 17:58

 

 

კოლორადოს შტატში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ქარის გამო, ტყის ხანძრებმა დასახლებულ ადგილებს მიაღწია. გადამწვარია 500-ზე მეტი სახლი. დენვერის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებიდან, 30 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის მეხანძრეებიც. ადგილობრივი შერიფის თქმით, უახლოეს დროში ხანძრის ლოკალიზაცია თუ ვერ მოხერხდა, მსხვერპლი გარდაუვალია.

 

შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი