logo_geo
ანტარქტიდის კვლევით სადგურში კორონავირუსი გავრცელდა
- +

2 იანვარი. 2022. 11:28

 

 

სამხრეთ პოლარულ კონტინენტზე, სამეცნიერო-კვლევითი სადგურში, სადაც ბელგიელი მეცნიერები მუშაობენ, კორონავირუსი გავრცელდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

სადგურზე მომუშავე 25 ადამიანიდან ყველა ვაქცინირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ტერიტორიაზე არიან, 14 დეკემბრის შემდეგ, სულ მცირე 16 ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი.

 

პრინცესა ელისაბედის სახელობის პოლარულ სადგურზე მყოფებს შესთავაზეს, დაეტოვებინათ სამუშაო ადგილი და 12 იანვარს დაგეგმილი რეისით სახლებში გამგზავრებულიყვნენ, თუმცა, მათ მოისურვეს, რომ ადგილზე გააგრძელონ მუშაობა.

 

ინფიცირებულებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ.

 

 

big_banner
არქივი