logo_geo
გერმანიაში წყვილმა სახლში 444 ნაძვის ხე დადგა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
- +

2 იანვარი. 2022. 21:46

 

 

„გერმანიაში წყვილმა საახალწლოდ სახლში 444 ნაძვის დღე დადგა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა“, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ტომას და სიუზანა ერომინებმა ქალაქ რინტელნიდან ხეების მოსართავად 10 ათასი სათამაშო და 300 გირლანდა გამოიყენებს. ამასთან, თითოეული ხე განსხვავებულად არის მორთული.

 

ერომინების ძალისხმევა გერმანიის რეკორდების ინსტიტუტმა დააფასა და წყვილი ერთ სახლში ნაძვის ხეების რაოდენობით მსოფლიო რეკორდსმენად აღიარა. საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებლით ოჯახმა საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესა - შარშან მათ სახლში 420 ნაძვის ხე მორთეს.

 

 

big_banner
არქივი