logo_geo
ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა დონალდ ტრამპის შვილები ჩვენების მისაცემად გამოიძახა
- +

3 იანვარი. 2022. 22:41

 

„ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილები, ივანკა ტრამპი და დონალდ ტრამპი უმცროსი ჩვენების მისაცემად გამოიძახა“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

2020 წლის მარტში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ეჭვობს, რომ კრედიტების მიღების მიზნით, კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა თავისი აქტივების ღირებულება.

 

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ Trump Organization-ში, სადაც ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, აღნიშნულ პრაქტიკას იყენებდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატებმა ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ შტატის გენერალური პროკურორი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს არღვევს.

 

2021 წლის ივლისში, მანჰეტენის საოლქო პროკურატურამ Trump Organization-სა და მის ფინანსურ დირექტორს, ალენ ვაისელბერგს საგადასახადო დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.

 

 

big_banner
არქივი