logo_geo
Apple-ი ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა
- +

4 იანვარი. 2022. 00:06

 

„Apple-ი ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

2022 წლის პირველ სავაჭრო დღეს, კომპანიის აქციები შუადღისას 182.88 დოლარამდე გაიზარდა, რაც ახალი რეკორდია.

 

ანალიტიკოსები მოელიან, რომ 2022 წელს iPhone-ებზე მოთხოვნა ძლიერი დარჩება.

 

აღსანიშნავია, რომ Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2018 წელს ტრილიონ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, მის გასამმაგებას სამი წელი დასჭირდა.

 

 

big_banner
არქივი