logo_geo
კიანუ რივზმა „მატრიცადან“ მიღებული შემოსავლის 70% სიმსივნის კვლევას შესწირა
- +

4 იანვარი. 2022. 16:52

 

 

მსახიობმა კიანუ რივზმა ფილმ „მატრიცას“ გადაღებების შემდეგ მიღებული შემოსავლის უმეტესი ნაწილი ლეიკემიის კვლევას შესწირა, - ამის შესახებ „Lad Bible“ წერს.

 

როგორც ირკვევა, 1999 წელს გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში მას $10 მილიონი წინასწარ გადაუხადეს, ფილმის გამოსვლის შემდეგ კი, დამატებით - $35 მილიონი მიიღო. ჯამში, მიღებული $45 მილიონიდან მან $31.5 მილიონით ლეიკემიის კვლევა დააფინანსა. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას ამ საკითხზე არ უსაუბრია და ეს ინფორმაცია მხოლოდ „Lad Bible“-ის სტატიის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

როგორც მედია იტყობინება, დონაციის დროს, თავად რივზის და - კიმი ებრძოდა ამ დაავადებას და 8 წლის შემდეგ შეძლო მისი დამარცხება.

 

 

 

big_banner
არქივი