logo_geo
პოლონეთში მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ, მაღაზიაში პირბადის არტარების გამო დააკავეს
- +

4 იანვარი. 2022. 21:16

 

 

„პოლონეთში, მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ, მაღაზიაში პირბადის არტარების გამო დააკავეს“, - ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

 

„პოლიციამ მამაკაცი ვარშავაში, ბიელანის უბანში დააკავა, რადგან მას პირბადე არ ეკეთა“, - განაცხადა ინსპექტორის მოადგილემ, ელვირა კოზლოვსკამ.

 

45 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 

 

big_banner
არქივი