logo_geo
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევათა 95,4% „ომიკრონზე“ მოდის
- +

5 იანვარი. 2022. 10:30

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, 1 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევათა 95,4% „ომიკრონის“ შტამზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, აშშ-ში პირველ დეკემბერს „ომიკრონის“ აღმოჩენის შემდეგ „დელტა“ ვარიანტი „ომიკრონით“ ჩანაცვლდა, რამაც ინფიცირების ახალი ტალღა გამოიწვია, თითქმის ერთ მილიონამდე ყოველდღიური შემთხვევით.

 

ბოლო მონაცემებით, „ომიკრონ“ ვარიანტი აშშ-ში ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა 4.6%-ს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი