logo_geo
ისრაელში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

5 იანვარი. 2022. 13:35

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 11 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის 906 735 შემთხვევა დადასტურდა.

 

3 იანვარს, ისრაელის მთავრობამ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა.

 

ისრაელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

 

 

big_banner
არქივი