logo_geo
ყაზახეთის პრეზიდენტი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურებს მივმართე, რათა დახმარება გაუწიონ ყაზახეთს ტერორისტული საფრთხის დაძლევაში
- +

5 იანვარი. 2022. 23:11

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გარე აგრესიის აქტია.

 

„დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურებს მივმართე, რათა დახმარება გაუწიონ ყაზახეთს ტერორისტული საფრთხის დაძლევაში. ეს უკვე სახელმწიფოს მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაა. ეს ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმაა“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

 

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.

 

 

big_banner
არქივი