logo_geo
რომის პაპი: ზოგიერთს არ სურს შვილის გაჩენა, თუმცა ძაღლები და კატები ჰყავთ, რომლებიც ბავშვების ადგილს იკავებენ - ეს ეგოიზმის ფორმაა
- +

6 იანვარი. 2022. 01:49

 

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ წყვილები, რომლებიც შვილებს შინაურ ცხოველებს ამჯობინებენ, ეგოისტები არიან.

 

„დღეს ეგოიზმის ფორმას ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთს არ სურს შვილის გაჩენა. ერთი შვილი ჰყავთ, მაგრამ ჰყავთ ძაღლები და კატები, რომლებიც ბავშვების ადგილს იკავებენ. ამან შეიძლება ხალხი გააცინოს, მაგრამ ეს რეალობაა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

 

რომის პაპის თქმით, მამობისა და დედობის უარყოფის შედეგად, ადამიანების რაოდენობა მცირდება და კაცობრიობა ქრება.

 

„ცივილიზაცია ბერდება კაცობრიობის გარეშე, რადგან ჩვენ ვკარგავთ მამობისა და დედობის სიმდიდრეს“, - აღნიშნა მან.

 

 

big_banner
არქივი