logo_geo
რობერტ დე ნირომ თანაშემწე $6 მლნ-ის მოპარვაში დაადანაშაულა
- +

6 იანვარი. 2022. 16:53

 

 

ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო ყოფილ ასისტენტს, გრეჰემ ჩეიზ რობინსონს უჩივის. ამის შესახებ „Daily Mail“ იუწყება.

 

როგორც მსახიობი აცხადებს, ქალმა მას 6 მილიონი დოლარი მოჰპარა.

 

გამოცემის ცნობით, ქალი მსახიობის საკრედიტო ბარათს ოთხი წლის განმავლობაში იყენებდა, მათ შორის ძაღლის ძიძისთვის ხელფასის გადასახდელად, პილატესის გაკვეთილებისთვის, საკვებისთვის, ტაქსისთვის, ტელეფონისთვის, სასტუმროში განთავსებისა და სხვა პირადი საჭიროებებისთვის.

 

ქალმა შეგებებული სარჩელი შეიტანა და მსახიობი ემოციურ ძალადობაში დაადანაშაულა.

 

 

big_banner
არქივი