logo_geo
პაკისტანში დიდთოვლობას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

8 იანვარი. 2022. 19:07

 

 

პაკისტანში დიდთოვლობას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა. Guardian-ის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, მურეს საკურორტო დასახლებასთან ათასამდე ავტომობილი გადაადგილებას ვერ ახერხებს.

 

ამ დროისთვის გზის გაწმენდას ასობით მაშველი და ჯარისკაცი ცდილობს. მურე დედაქალაქიდან 45 კილომეტრში მდებარეობს და ის ცნობილი ზამთრის კურორტია, რომელსაც წლიურად მილიონი ტურისტი სტუმრობს.

 

 

big_banner
არქივი