logo_geo
კვიპროსზე გამოავლინეს „დელტასა“ და „ომიკრონის“ კომბინირებული ვარიანტი
- +

9 იანვარი. 2022. 10:04

 

კვიპროსზე კორონავირუსის ახალი შტამი - „დელტაკრონი“ აღმოაჩინეს. ვირუსის ვარიაციას სახელი ორი შტამის - „დელტასა“ და „ომიკრონის“ შერწყმის გამო დაარქვეს, - ამის შესახებ Bloomberg წერს.

 

კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორის თქმით, ამ ორი შტამის კომბინირებული ვარიაციით ინფიცირების 25 შემთხვევა გამოავლინეს.

 

ჯერ არაა დადგენილი, ეს შტამი უფრო გადამდებია, თუ აქამდე არსებული სხვა შტამები. ასევე, ჯერ არაა გამოკვეთილი სურათი იმის სამტკიცებლად, რომ „დელტაკრონის“ მიმდინარეობა უფრო მძიმეა.

 

 

big_banner
არქივი