logo_geo
აშშ-ში კაცმა დნმ ტესტი ჩაიტარა და აღმოაჩინა, რომ 20-მდე ნახევარდა და ნახევარძმა ჰყავს
- +

9 იანვარი. 2022. 13:47

 

აშშ-ში, ნებრასკას შტატში მცხოვრებმა კაცმა დნმ-ის ტესტი ჩაიტარა, შედეგი კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. როგორც სპეციალურ ბაზაში შეყვანილი მონაცემებით დადგინდა, მრავალ შტატში მისი გენეტიკის მრავალი ადამიანი ცხოვრობს. უფრო ზუსტად კი, კაცს 18 ნახევარდა და ნახევარძმა ჰყავს.

 

როგორც ირკვევა, კაცის ბიოლოგიური მამა, რომელსაც არ იცნობს, სპერმის დონორი იყო. შედეგად, მისი ბიოლოგიური მასალა, აშშ-ის მასშტაბით, მრავალი ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის გამოიყენეს.

 

კაცმა ნახევარდები და ნახევარძმები სოციალურ ქსელებში მოძებნა და მალევე მიიღო პასუხები ნებრასკადან, ტეხასიდან, ჩრდილოეთ კაროლინადან, მერილენდიდან და ჩრდილოეთ დაკოტადან.

 

როგორც კაცი ამბობს, ბიოლოგიურ მამასთან დაკავშირებას არ ცდილობს, თუმცა სოცქსელში მისი ფოტოები ნახა.

 

 

big_banner
არქივი