logo_geo
ნაურუს, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აშშ აღარ დაეხმარება
- +

10 მაისი. 2017. 20:52



ნაურუ ამიერიდან აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, განსხვავებით ტუვალუსა და ვანუატუსგან, რომლებმაც აღიარება უკან წაიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ზელანდიის რადიოსადგური RNZ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით ავრცელებს.


დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას არ მიიღებს.


რადიოსადგური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ მთავარი ფინანსური დონორია ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, რომლებიც დახმარებას უწევენ ნაურუს.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი