logo_geo
ყაზახეთში არეულობების შედეგად დაკავებულთა რიცხვი 8 ათასამდე გაიზარდა
- +

10 იანვარი. 2022. 11:51

 

 

ყაზახეთში არეულობების შედეგად დაკავებულთა რიცხვი 8 ათასამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „Le Figaro“ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

10 იანვრის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 939 პირია დაკავებული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი