logo_geo
კალიფორნიაში მატარებელი თვითმფრინავს შეეჯახა
- +

10 იანვარი. 2022. 17:30

 

 

კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში მატარებელი თვითმფრინავს შეეჯახა. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავს პრობლემები აფრენისას შეექმნა, რის გამოც ის ავარიულად დაეშვა ლიანდაგებზე, სადაც მალევე მატარებელმა გაიარა. პოლიციელებმა პილოტის კაბინიდან ამოყვანა შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე მოახერხეს.

 

პილოტი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კაცის გადარჩენის კადრები ლოს-ანჯელესის პოლიციის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

 

 

 

big_banner
არქივი