logo_geo
ყაზახეთის პრეზიდენტი: ყაზახეთი ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას გააგრძელებს
- +

10 იანვარი. 2022. 20:40

 

 

„ყაზახეთი ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას გააგრძელებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში საუბარი გამართა.

 

„ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია და არ გამოვიყენებთ შეიარაღებულ ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ყველა ასეთი ბრალდება მცდარია. ყაზახეთი ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას გააგრძელებს“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

 

ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ყაზახეთი უპრეცედენტო აგრესიისა და სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა და სასწრაფო ზომები მიიღო კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად.  

 

 

big_banner
არქივი