logo_geo
ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში გამართული წვეულების გამო ბოდიში მოიხადა
- +

12 იანვარი. 2022. 16:59

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა ლოკდაუნის დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში გამართული წვეულების გამო. ამის შესახებ BBC წერს.

 

ჯონსონმა აღიარა, რომ ესწრებოდა 2020 წლის 20 მაისს გამართულ წვეულებას, როდესაც ქვეყანაში სოციალური ღონისძიებების გამართვა შეზღუდული იყო. მაშინდელი რეგულაციების მიხედვით, ნებადართული იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო შეკრებები. ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლოთ.

 

„მესმის იმ ადამიანების აღშფოთების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისივე დადგენილ წესებს არ იცავს. მე მივედი ამ წვეულებაზე, მადლობა გადავუხადე თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის და 25 წუთში საკუთარ ოფისში დავბრუნდი. “, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა პარლამენტში მიმდინარე მოსმენის დროს.

 

ოპოზიცია ჯონსონის გადადგომას ითხოვს. მათი განცხადებით, ამ შემთხვევიდან უკვე 18 თვეა გასული და ბორის ჯონსონმა ბოდიში მხოლოდ მაშინ მოიხადა, როდესაც ამ წვეულების შესახებ საზოგადოებამ გაიგო.

 

 

big_banner
არქივი