logo_geo
ვენდი შერმანი: NATO ყველასთვის ღიაა - რაც შეეხება უკრაინასა და საქართველოს, დიდი სამუშაოა განსახორციელებელი, რათა NATO-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილებული იყოს
- +

12 იანვარი. 2022. 19:25

 

 

„NATO ღიაა ყველასთვის და უკრაინა ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა, რომელსაც ძალიან სურს NATO-ში გაწევრიანება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

„NATO-ში გაწევრიანების პროცესს თავისი მკაფიო ეტაპები აქვს. ეს არის MAP-ის პროცესი. ამ პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს. NATO ღიაა ყველასთვის და უკრაინა ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა, რომელსაც ძალიან სურს NATO-ში გაწევრიანება. უკრაინა ამ პროცესს გადის. ამას დრო სჭირდება. დიდი სამუშაოა განსახორციელებელი, რათა NATO-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილებული იყოს. იგივე ეხება საქართველოსაც“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.

 

ვენდი შერმანის თქმით, თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

 

„NATO-რუსეთის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საერთაშორისო სისტემისა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები: ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, - განაცხადა მან.

 

 

big_banner
არქივი