logo_geo
გაეროს რვა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ირანსა და ვენესუელას გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერდათ
- +

13 იანვარი. 2022. 00:15

 

 

„გაეროს ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანების გადაუხდელობის გამო, გაეროს რვა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ირანსა და ვენესუელას გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერდათ“, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

 

გაეროს წესდების მე-19 მუხლში ნათქვამია, რომ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ორგანიზაციისთვის ფინანსური შენატანის გადახდის დავალიანება აქვს, გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება არ ექნება, თუ მისი დავალიანების ოდენობა წინა ორი წლის გადასახდელი თანხის ოდენობის ტოლია ან მას აღემატება“.

 

გაეროს გენერალური მდივანი მინიმალურ იმ თანხას აზუსტებს, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაიხადოს ხმის უფლების აღსადგენად: ირანს 18 მილიონზე მეტი დოლარის გადახდა მოუწევს, სუდანს - 300 000 დოლარის, ხოლო ვენესუელას - დაახლოებით 40 მილიონი დოლარის.

 

გაეროს წლიური საოპერაციო ბიუჯეტი, რომელიც გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია, ხოლო სამშვიდობო ოპერაციების ბიუჯეტი დაახლოებით 6.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი