logo_geo
უკრაინის სამთავრობო გვერდებზე კიბერშეტვა განხორციელდა
- +

14 იანვარი. 2022. 17:12

 

 

„ჰაკერებმა ათობით უკრაინული სამთავრობო ვებგვერდი გატეხეს“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობისა და ცალკეული სამინისტროების ვებგვერდებზე ჰაკერებმა უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენაზე შეტყობინებები დატოვეს. მასში აღნიშნულია, რომ უკრაინის მცხოვრებლების ყველა პერსონალური მონაცემი „საერთო ქსელშია ატვირთული“, კომპიუტერზე შენახული ინფორმაცია წაშლილია და აღდგენას არ ექვემდებარება.

 

„ყველანაირი ინფორმაცია თქვენ შესახებ საჯარო გახდა. გეშინოდეთ და უარესს ელოდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის“, - წერია შეტყობინებაში.

 

ინციდენტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და კიბერპოლიცია იძიებენ. ქვეყნის სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სამსახურის ცნობით, ჰაკერებმა პერსონალური მონაცემების მოპარვა ვერ მოახერხეს.

 

 

big_banner
არქივი