logo_geo
ახალ ზელანდიაში კაცს ყურში მწერი შეუძვრა, რომელიც მხოლოდ 3 დღის შემდეგ ამოუღეს
- +

15 იანვარი. 2022. 01:15

 

 

ახალზელანდიელ ზეინ ვედინგს ყურში მწერი შეუძვრა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, 40 წლის კაცი გასულ კვირას, პარასკევს ოკლენდში, ადგილობრივ ტბაზე საცურაოდ წავიდა, სახლში მისულმა კი შეამჩნია, რომ ყური თითქოს გაჭედილი ჰქონდა. კაცი წავიდა ექიმთან, რომელმაც ივარაუდა, რომ ვედინგს ყურში წყალი ჩაუვიდა და მისი დაშრობა თმის საშრობით ურჩია.

 

„ექიმთან ვიზიტის შემდეგ შვება არ მიგრძნია. რამდენიმე დღე გვერდზე ვიწექი და ყურს თმის საშრობით ვიშრობდი. როცა ვწვებოდი მესმოდა როგორ მოძრაობს რაღაც ჩემს ყურში“, - იხსენებს ვედინგი.

 

კვირას მან იგრძნო, რომ ყურში მოძრაობა შეწყდა და ორშაბათს სხვა სპეციალისტს მიმართა. როგორც კი ექიმმა მის ყურში ჩაიხედა უთხრა: „ღმერთო, მგონი ყურში მწერი გყავთ“.

 

როგორც ვედინგი ჰყვება, მწერი მისი ყურიდან მალევე ამოიღეს და აღმოჩნდა, რომ საშრობის ცხელი ჰაერის გამო ის კაცის ყურში მოიხარშა.

 

 

big_banner
არქივი