logo_geo
ნედ პრაისი: ნატო და აშშ მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს
- +

15 იანვარი. 2022. 11:20

 

 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც რუსეთთან მოლაპარაკებებში შემდგომი ნაბიჯები განიხილა“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

 

„სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რათა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდგომი ნაბიჯები განეხილა. აშშ და ნატო მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს და გააგრძელონ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. აშშ და მათი ნატოელი პარტნიორები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის დეესკალაციის მიზნით“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

 

12 იანვარს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხები, უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებულ ვითარება და სამხედრო საქმიანობასთან, ურთიერთგამჭვირვალობასა და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

 

big_banner
არქივი