logo_geo
სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაჭრილია მაღალჩინოსანი
- +

16 იანვარი. 2022. 14:04

 

 

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც Al Jazeera წერს, მისი სამიზნე სომალის მთავრობის სპიკერი, მოჰამედ იბრაჰიმ მოალიმუ იყო, რომელიც დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

შემთხვევას ადგილობრივი ფოტოგრაფი შეესწრო, რომელიც ჰყვება, რომ აფეთქების შემდეგ, მოალიმუს სახლთან, მიწაზე, ადამიანის სხეულის ნაწილები დაინახა.

 

ჯერ უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან. მედია დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

 

 

 

big_banner
არქივი