logo_geo
ამერიკელი სენატორები უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდებიან და პუტინს აფრთხილებენ
- +

18 იანვარი. 2022. 01:28

 

კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდება და ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევისგან თავი შეიკავოს.

 

უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განგაში ატეხეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი მოაგროვა უკრაინის საზღვრებთან და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვა.

 

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია მოსკოვთან დაპირისპირებაში.

 

„ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა თავის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სათანადოდ ვერ შეაფასა, რამდენად გაბედულად შეებრძოლება მას უკრაინელი ხალხი, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. ჩვენ დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებს დავაწესებთ, მაგრამ რაც მთავარია, უკრაინელ ხალხს ლეტალურ იარაღს მივაწოდებთ, რომელიც მათ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად სჭირდებათ“, - განაცხადა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა.

 

მისი თქმით, ეს იარაღი შეიძლება შეიცავდეს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Stinger-ის რაკეტებს, სასროლ იარაღსა და ნავებს.

 

„ჩვენი გზავნილი შემდეგია: შედეგები დადგება, თუ პუტინი დემოკრატიის ხელშეუხებლობის დარღვევას გადაწყვეტს“, - აღნიშნა სენატორმა ემი კლობუჩარმა.

 

 

big_banner
არქივი