logo_geo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების განთავსებას გასაგები მიზეზი არ აქვს
- +

18 იანვარი. 2022. 19:41

 

 

მოსკოვში ვიზითიტ მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების განთავსებას გასაგები მიზეზი არ აქვს.

 

უკრაინის საზღვართან ასი ათასზე მეტი სამხედრო და ტექნიკაა კონცენტრირებული და ეს კონკრეტული მიზეზის გარეშე ხდება. ძალიან რთულია ეს საფრთხედ არ განიხილო“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

ანალენა ბერბოკის თქმით, ერთობლივ ევროპულ სახლში უსაფრთხოება არ იქნება, თუ არ იქნება წესები, რომელსაც ყველა დაეყრდნობა.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ნორმანდიული ფორმატის განახლება, რათა მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაში პროგრესი დაფიქსირდეს.

 

 

big_banner
არქივი