logo_geo
ინდონეზიის ახალ დედაქალაქს სახელწოდება შეურჩიეს
- +

18 იანვარი. 2022. 23:25

 

 

ინდონეზიის ახალ დედაქალაქს, რომელსაც კუნძულ კალიმანტანზე ააშენებენ, ნუსანტარას დაარქმევენ, არც „არქიპელაგს“ ნიშნავს“, - ამის შესახებ The Guardian წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სახელწოდება 80-ზე მეტი ვარიანტიდან აარჩიეს. ნუსანტარას მშენებლობა შესაძლებელია უკვე წელს დაიწყოს. ქალაქი მოქმედი დედაქალაქისგან - ჯაკარტასგან 2 ათას კილომეტრში განთავსდება. ინდონეზიის მთავრობის ჩანაფიქრით, ჯაკარტა ქვეყნის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად დარჩება, ნუსანტარაში კი ადმინისტრაციულ შენობებს გადაიტანენ.

 

დედაქალაქის გადატანის ძირითადი მიზანი გრუნტის წყლის დონის მატებაა - ყოველწლიურად ჯაკარტის ზოგი რაიონი დაახლოებით 25 სანტიმეტრით იძირება. ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი ჯაკარტაში ჭარბი მოსახლეობის პრობლემაა - ქალაქსა და მის გარეუბნებში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ახალი ქალაქის გაშენება ხელს შეუწყობს კალიმანტანის პროვინციის დაბინძურებასა და ტროპიკული ტყეების განადგურებას.

 

2019 წლის აგვისტოში ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ახალი დედაქალაქი კუნძულ კალიმანტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 2024 წლისთვის უნდა გაჩნდეს. პროექტის ღირებულება 33 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა, პანდემიის გამო ახალი ქალაქის მშენებლობის პროექტი შეჩერდა.

 

 

big_banner
არქივი