logo_geo
მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება
- +

19 იანვარი. 2022. 11:21

 

აუქციონის სახლი„ Sotheby's“ მსოფლიოში ყველაზე დიდ შავ ბრილიანტს - „ენიგმას“ გაყიდის. ამის შესახებ France 24 წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ძვირფასი ქვის წონა 555, 55 კარატია და მას 3-9 თებერვალს, დუბაიში გაყიდიან.

 

„Sotheby'ს“-ში აზუსტებენ, რომ ბრილიანტის მოქმედმა მფლობელმა ის 1999 ან 2000 წელს შეიძინა და მისი ვინაობა არ საჯაროვდება. უცნობია ბრილიანტის წარმოშობაც. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, „ენიგმა“ მეტეორიტის დაცემის შედეგად წარმოიქმნა, თუმცა, ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ალმასის ასტეროიდის ნაწილია, რომელიც დედამიწას შეეჯახა.

 

დაუმუშავებელი ქვის წონა 800 კარატს შეადგენდა. „ენიგმას“ დამუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდა და იმის მიუხედავად, რომ ქვის ზომა შემცირდა, ის მსოფლიოში უმსხვილეს ბრილიანტად რჩება.

 

ამასთან, „ენიგმას“ აუქციონზე სარეზერვო ფასის გარეშე გაიტანენ: მას ის შეიძენს, ვინც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აუქციონზე გადახდა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი.

 

 

big_banner
არქივი