logo_geo
წყლის დასალევად პირბადის მოხსნის გამო ქალს თვითმფრინავი დაატოვებინეს
- +

19 იანვარი. 2022. 16:17

 

 

ამერიკელ ქალს წყლის დასალევად პირბადის მოხსნის გამო თვითმფრინავი დაატოვებინეს - იგი ავიაკომპანიას უჩივის, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

 

მორალური და ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად ქალი „Southwest Airlines Co“-ს 10 მილიონი დოლარის კომპენსაციას სთხოვს.

 

მედორა კლეი რედინგი ფლორიდიდან ვაშინგტონში მიფრინავდა, როდესაც ბორტგამცილებელმა წყლის დალევის გამო პირბადის რამდენჯერმე მოხსნის შემდეგ ნიღბის გაკეთებისკენ მოუწოდა, ბოლოს კი მას თვითმფრინავი აფრენამდე დაატოვებინეს.

 

თავის საჩივარში რედგინგი აღნიშნავს, რომ მან ბორტგამცილებელს უთხრა, სისხლში შაქრის დაბალი დონე ჰქონდა და სითხის მიღება მუდმივად სჭირდებოდა, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მას უპასუხეს, რომ ეს არ აინტერესებდათ.

 

დაზარალებულის თქმით, ბორტგამცილებელი „დამცინავად იცინოდა“, როდესაც იგი თვითმფრინავს აცრემლებული ტოვებდა. 

 

ამერიკის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავიახაზების ეკიპაჟებმა 2021 წელს უმართავი მგზავრების შესახებ 5 981 შეტყობინება წარადგინეს, მათ შორის 4 290 ინციდენტი პირბადეებთან იყო დაკავშირებული.

 

 

big_banner
არქივი