logo_geo
კოვიდპასპორტის ასაღებად მიზანმიმართულად დაინფიცირებული ჩეხი მომღერალი გარდაიცვალა
- +

19 იანვარი. 2022. 18:59

 

 

ცნობილი ჩეხი მომღერალი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც კოვიდპასპორტის ვაქცინაციის გარეშე ასაღებად მიზანმიმართულად დაინფიცირდა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

 

ჰანა ჰორკა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაღუპვის მიზეზი მისმა ოჯახმა დაადასტურა.

 

მისმა ვაჟმა იან რეკმა ჩეხურ მედიას განუცხადა, რომ ჰორკა კოვიდპასპორტის ასაღებად განგებ დაინფიცირდა.

 

დედის გარდაცვალება რეკმა ანტივაქსერებს დააბრალა.

 

„დედაჩემმა ვაქცინაციას განგებ დაინფიცირება ამჯობინა. მე ზუსტად ვიცი, თუ ვინ ჩამოუყალიბა მას ეს აზრი, ამ ადამიანებს ხელების სისხლში აქვთ გასვრილი. განვიცდი იმას, რომ უცნობების უფრო სჯეროდა, ვიდრე საკუთარი ოჯახის“, - განაცხადა მომღერლის ვაჟმა.

 

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ჰორკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ინფექციას გადაურჩა და თეატრში, საუნასა  და კონცერტზე კოვიდპასპორტის გამოსაყენებლად ემზადებოდა.

 

 

big_banner
არქივი