logo_geo
CNN: აშშ-ის საელჩოს უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა სურს
- +

22 იანვარი. 2022. 12:45

 

 

„უკრაინაში აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, გასცეს ნებართვა თანამშრომელთა ნაწილისა და მათი ოჯახების მიერ უკრაინის დატოვების თაობაზე“, - ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN იტყობინება.

 

როგორც ტელეკომპანიას უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ვაშინგტონმა შეატყობინა კიევს, რომ დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია შესაძლოა მომდევნო კვირაში დაიწყოს.

 

წყაროს ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენტონი ბლინკენთან საუბარში ასეთ ქმედებებს „გადაჭარბებული“ უწოდა.

 

 

big_banner
არქივი