logo_geo
ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები: „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს
- +

23 იანვარი. 2022. 13:11

 

 

„სტელს-ომიკრონი“ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის ახლახან აღმოჩენილ ქვევარიანტია, რომელსაც მეცნიერები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, რათა დაადგინონ, რა გავლენა შეიძლება, იქონიოს მისმა გაჩენამ პანდემიაზე.

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა გამოავლინეს ახალი შტამის ასობით შემთხვევა, სახელწოდებით BA.2. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იგი სწრაფად გავრცელდეს.

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადგინა 400-ზე მეტი შემთხვევა ბრიტანეთში ამ თვის პირველ 10 დღეში და მიუთითა, რომ „სტელს-ომიკრონი“ უკვე 40 ქვეყანაშია აღმოჩენილი.

 

„სტელს-ომიკრონი“, ასევე, დაფიქსირდა ინდოეთში, დანიაში და შვედეთში.

 

ხელისუფლების ცნობით, ჯერ კიდევ არის გაურკვევლობა ვირუსის გენომში ცვლილებების მნიშვნელობის შესახებ.  BA.2 სიხშირის მკვეთრი ზრდა უკვე ფიქსირდება, განსაკუთრებით ინდოეთსა და დანიაში.

 

„ეს ქვევარიანტი ხასიათდება სისწრაფით, დიდი რაოდენობით ვრცელდება აზიაში, დამკვიდრდა დანიაში“, - განაცხადა ფრანგმა ეპიდემიოლოგმა ანტუან ფლაომ.

 

BA.2 ჯერ კიდევ არ არის დასახელებული შეშფოთების ვარიანტად - მაგრამ ფლაო ამბობს, რომ ქვეყნებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ უახლესი ვარიანტის  მიმართ.

 

„გვაინტერესებს, აქვს თუ არა ქვევარიანტს BA.1-ისგან განსხვავებული მახასიათებლები“, - აცხადებენ საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოში.

 

ვირუსოლოგ ტომ პიკოკის თქმით, სავარაუდოდ, BA.1 და BA.2-ის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობაში მინიმალური განსხვავებები იქნება.

 

 

big_banner
არქივი