logo_geo
ტონგაზე ვულკანის ამოფრქვევის გამო პერუში ნავთობი დაიღვარა
- +

23 იანვარი. 2022. 18:56

 

 

პერუს მთავრობამ ქვეყანაში ნავთობის დაღვრის გამო 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ტონგაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ლიმასთან ტანკერის დაცლის დროს ნავთობის დაღვრა გამოიწია, რის შედეგადაც, ზღვაში 6 ათას ბარელამდე ნავთობი მოხვდა. ოფიციალური მონაცემებით, დაბინძურების საერთო ფართობი ხმელეთზე 1,7 მილიონი კვადრატული მეტრია, წყლის ზედაპირზე კი 1,2 მილიონი.

 

პერუს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ყველაზე საშინელი ეკოლოგიური კატასტროფაა ლიმას ისტორიაში და ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი ნავთობის კომპანია „Repsol“-ისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

 

 

big_banner
არქივი