logo_geo
სირიის ქალაქ ჰასაქის ციხეზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად, ჯიჰადისტების ნაწილი საპატიმროდან გაიქცა, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი
- +

24 იანვარი. 2022. 01:54

 

 

სირიის ქალაქ ჰასაქის ციხეზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად, ჯიჰადისტების ნაწილი საპატიმროდან გაიქცა.

 

ქურთების კონტროლირებულ ქალაქში ქურთ მებრძოლებსა და რადიკალ ისლამისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ქურთულ სამხედრო ჯგუფებს საჰაერო მხარდაჭერას აშშ უწევს.

 

ღვაირანის ციხეში 3 500-მდე სავარაუდო ჯიჰადისტი და დაჯგუფების რამდენიმე ლიდერი იყო დაპატიმრებული.

 

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ასეული ჯიჰადისტი ქურთებმა უკვე დააკავეს, თუმცა პატიმრების ნაწილს ამ დრომდე ეძებენ. ქურთების უსაფრთხოების ძალებმა ციხე ალყაში მოაქციეს და მიმდებარე უბნებზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ.

 

დასავლური მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 84 ჯიჰადისტი, 45 ქურთი მებრძოლი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი